სიონჰესი

ჰესის მშენებლობის პროექტის საბაზისო მონაცემები (მოცემულობა ტექნიკური დახმარების სერვისებისათვის)

სიონჰესი

მდ. იორზე:

დამკვეთი: საქმთავარენერგო
გენ. დამპროექტებელი: ჰიდროპროექტი (თბილისი)
გენ. კონტრაქტორი: საქჰიდროენერგომშენი
კონტრაქტორის ტექნიკური
დახმარება / მომსახურება:
ორგენერგომშენი

პარამეტრები:
სიმძლავრე, მგვტ 9
გამომუშავება, მლნ კვტ. სთ 33
წყალსაცავის მოცულობა, მლნ. მ3 330/325
საანგარიშო ხარჯი, მ3/წმ 23
წყალსაგდები ხარჯი, მ3/წმ 600
საანგარიშო დაწნევა, მ 48
რეგულირების ტიპი: მოდინებაზე
ნაგებობების შემადგენლობა:
85 მ სიმაღლის და ქიმზე 780 მ სიგრძის მიწის კაშხალი; წყალმიმღები; რკ. ბეტონის წყალგადასაშვები, სადაწნეოგვირაბი; დისკური საკეტების სათავსო (შენობა); ლითონის სატურბინო წყალსატარი; ჰეს-ის მიწისქვეშა ნაგებობა; მაღალი ძაბვის ღია გამანაწილებელი ქვესადგური; გამომყვანი გვირაბი.
შესრულებული სამუშაოების მოცულობები:
გრუნტის დამუშავება, ათ. მ3 1015
ყრილი, მინაყარი, დრენაჟი და ფილტრები, ათ. მ3 6620
ბეტონი და რკინაბეტონი, ათ. მ3 150
ლითონკონსტრუქციების და მექანიზმების მონტაჟი, ათ. ტ 10
გაშვების წელი: 1964
მშენებლობის ხანგრძლივობა, თვე: 60

სიონჰესის ჰიდროკვანძის სქემა
1. გრუნტის კაშხალი
2. წყალსაცავი
3. ენერგეტიკული წყალმიმღები
4. გამყვანი გვირაბის წყალმიმღები
5. ირიგაციული წყალმიმღები
6. მომსახურების შახტა
7. წყალსაგდები
8. უდაწნეო გვირაბი
9. ენერგეტიკული გვირაბი
10. ჰესის შენობა
11. გამყვანი არხი

სიონჰესის გრუნტის კაშხალი:

პარამეტრები:
სიმაღლე, მ 85
სისქე:
ქიმზე, მ 16
საფუძველთან კონტაქტზე, მ 497
ქიმის სიგრძე, მ 780
ბირთვი:
თიხნარისგან; დრენაჟი და ფილტრები – ხრეშიანი გრუნტებისგან; გვერდითი პრიზმები – კენჭნარისგან, ალუვიური დანალექების ხრეშიანი გრუნტებისა და თიხის კონგლომერატისგან, რომლებიც განლაგებულია მდ. იორის ჭალისზედა ტერასებზე
გეოლოგიური პირობები:
კონგლომერატებზე განთავსებული ალუვიონის გრუნტი
შესრულებული სამუშაოების მოცულობები:
გრუნტის დამუშავება, ათ. მ3 837
ყრილი, მინაყარი, დრენაჟი და ფილტრები, ათ. მ3 6092
ფილტრაციის საწინაღო ცემენტაციის ფარდა, ათ. მ3 12

სიონჰესის კაშხალი
1. ფერდობის გამაგრება დიდი გაბარიტის ქვებით
2. ალუვიონის ზღუდარი
3. თიხნარის გული
4. ნაყარი
5. უკუფილტრი
6. დრენაჟის ფენა ალუვიონისაგან
7. ფერდის გამაგრება


„ორგენერგომშენის“ მიერ შესრულებული სამუშაოები სიონჰესის მშენებლობის ტექნიკური დახმარების ფარგლებში:

ნაგებობები სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების დასახელება ს ე რ ვ ი ს ე ბ ი სამუშაოების შესრულების პერიოდი, წწ.
სამუშაოების ორგანიზაციის პროექტები სამუშაოების წარმოების პროექტები საუბნო სამშენებლო ბაზების და დროებითი კომუნიკაციების პროექტები სამუშაოების ზედამხედველობა გაცემული პროექტების დასანერგად საკონსულტაციო მომსახურება საწარმოო-ტექნიკურ საკითხებზე
1 2 3 4 5 6 7 8 9
1 გრუნტის კაშხალი ქვაბულის დამუშავება + + + + 1956÷1964
2 გრუნტის კაშხალი კაშხლის გულისა და პრიზმების ხარისხიანი ნაყარის მოწყობა + + + +
3 გრუნტის კაშხალი ფერდების გამაგრება დიდი გაბარიტის ქვებით + + + +

შენიშვნა : სიონჰესის ჰიდროკვანძის ძირითადი დანიშნულებაა ირიგაცია

პროექტებში დაბრუნება