ს/ს „ორგენერგომშენი“ შეიქმნა 1956 წელს ტრესტ “საქჰიდროენერგომშენის” საპროექტო ბიუროს ბაზაზე - საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს ინსტიტუტ „ორგენერგოსტროის“ („ორგენერგომშენი“) თბილისის საპროექტო ბიუროს სახით, 1963 წელს გარდაიქმნა იგივე ინსტიტუტის თბილისის ფილიალად, 1991 წელს - საქართველოს საპროექტო ინსტიტუტ "ორგენერგომშენად" საკავშირო გაერთიანება "ორგენერგოსტროის" შემადგენლობაში, 1994 წელს - საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფო ინსტიტუტ „საქორგენერგომშენად“, ხოლო 1996 წლიდან სააქციო საზოგადოებაა (რომლის აქციების მფლობელები ძირითადად ენერგეტიკული და ჰიდროენერგეტიკული დარგის გამოცდილი სპეციალისტები არიან).
სააქციო საზოგადოების ფორმით რეგისტრირებულია: ქ.თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოში-03.09.1996წ., N5/5-48; სააქციო საზოგადოების წესდებაში ბოლო ცვლილება რეგისტრირებულია: საჯარო რეესტრში- 15.06.2011 წ., N11456887;
ს/ს „ორგენერგომშენის“ დირექტორი:
ტექნ. მეცნ. კანდიდატი,
ეროვნული ენერგეტიკული აკადემიის წევრი: რევაზ ხუნწარია
წესდების თანახმად „ორგენერგომშენის“ საქმიანობის საგანია:
აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა: „ინჟინერინგი და საკონსულტაციო მომსახურება“, მათ შორის წარმოდგენილი „საიტის“ გამოცდილების გათვალისწინებით ერთერთი მიმართულებაა - ჰიდროტექნიკური და მსგავსი ნაგებობების პროექტების „მშენებელი“ და „დამკვეთი“ კომპანიების მომსახურება ტექნიკური დახმარების თანამშრომლობის ფარგლებში;
აღნიშნული საქმიანობა საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროსა და ინსტიტუტ „ორგენერგოსტროისათვის“ წარმოადგენდა მათი პოლიტიკის ერთერთ ძირითად მიმართულებას და ჩვენი ორგანიზაციისთვის განსაზღვრულ მოქმედების ზონაში ითვალისწინებდა მისი დაქვემდებარების სამშენებლო ტრესტების - „საქჰიდროენერგომშენის“, „ზელენჩუკენერგოსტროის“, “არმენერგოსტროის“, “უზბეკენერგოსტროის“ და „თურქმენერგოსტროის“ „ტექნიკურ დახმარებებს“ შესაბამისი შემადგენლობის სერვისებით ჰესების მშენებლობისა და თესების გაფართოება/რეკონსტრუქციის გაზრდილი სამშენებლო გეგმების წარმატებით შესასრულებლად;
„ორგენერგომშენი“ ნაწილობრივ ასრულებდა დამკვეთის ფუნქციებსაც მშენებლობის ეტაპების დადგენილი ვადებისა და სამუშაო მოცულობების შესრულების კონტროლით, რაც ანგარიშის სპეციალური ფორმით წარედგინებოდა საკავშირო სამინისტროს მთავარ საწარმოო-ტექნიკურ სამმართველოს;
დასახელებული საქმიანობის შედეგად შეძენილი იქნა მდიდარი გამოცდილება და მნიშვნელოვნად გაიზარდა „ორგენერგომშენის“ კვალიფიციური სპეციალისტების რიცხვი, რაც მიზნობრივად იქნა გამოყენებული ჰესების ინტენსიურ მშენებლობებზე ჩვენს ქვეყანაში.
განსაკუთრებით აღსანიშნავია „ორგენერგომშენის“ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოში 2500მვტ ჯამური სიმძლავრის 22 ჰესის მშენებელ კომპანია - ს/ს „საქჰიდროენერგომშენთან“ (ამავე დასახელების ტრესტისა და ენგურჰესის მშენებლობის სამმართველოს სამართალმემკვიდრე), რომლის სანდო და კვალიფიციური პარტნიორის ადგილი მყარად დაიმკვიდრა.
წარმატებული საქმიანობისა და ქვეყნის წინაშე დამსახურებისათვის ჩვენი ორგანიზაცია რეგულარულად იღებდა საპატიო სიგელებს, ასევე დაჯილდოვებული იქნა სახელმწიფოს ერთერთი უმაღლესი ხარისხის ორდენით.