ჩვენი ექსპერტები და პარტნიორები

ჩვენი ექსპერტთა ჯგუფი და პარტნიორი კომპანიები.

„ორგენერგომშენმა“ ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის აღმავლობის პერიოდში აღზარდა და მოიზიდა მრავალი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი, რომლებიც ორგანიზაციის პრივატიზაციის შემდეგ გახდნენ კომპანიის აქციონერები, შესაბამისად მის წარმატებაში დაინტერესებული პირები; აქციონერების საუკეთესო ნაწილი (მათ შორის სამეცნიერო ხარისხით), ზოგიერთ მოწვეულ მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად წარმოადგენენ „ორგენერგომშენის“ ექსპერტთა ჯგუფს, რომლის თითოეულ წევრს გააჩნია განსაზღვრული საქმიანობის სფერო. ექსპერტთა დანიშნულება: პროექტების ექსპერტიზა, პრობლემური საინჟინრო-ტექნიკური საკითხების განხილვა, ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა, ასევე ახალგაზრდა სპეციალისტების საფუძვლიანი ტრენინგი.

გარდა აღნიშნულისა, „ორგენერგომშენს“ საქმიანობის გაფართოებისა და ხარისხის ამაღლების მიზნით, გაფორმებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ფარგლებში თანამშრომლობის წინასწარი შეთანხმებები რიგ პარტნიორ კომპანიებთან, რომელთაც გააჩნიათ წარმატებული საქმიანობის მდიდარი გამოცდილება, რაც ჩვენის აზრით, დიდი ალბათობით განაპირობებს „ორგენერგომშენის“ კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

„ორგენერგომშენის“ ექსპერტთა ჯგუფი:

აქციონერები და მოწვეული სპეციალისტები

სახელი, გვარი სპეციალობა, ხარისხი სამუშაო სტაჟი საქმიანობის სფერო
სულ მათ შორის
საპრო-ექტო სამეცნიერო–კვლევითი სამშენებლო–სამონტაჟო
1 თამაზ რურუა ინჟინერი ჰიდროტექნიკოსი 57 47 - 10 მიწისქვეშა ნაგებობები, უსაფრთხოების ტექნიკა
2 ნიკოლოზ დადიანი ინჟინერი ჰიდროტექნიკოსი,
ტექნ. მეცნ. დოქტ.
46 - 15 31 ჰიდროენერგეტიკული და ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტირება
3 ჯემალ კვირკველია ინჟინერი გეოლოგი 41 30 - 11 გეოლოგია, გეოტექნიკა, ჰიდროგეოლოგია
4 პაატა მაღლაკელიძე სამთო ინჟინერი,
ტექნ. მეცნ. კანდ.
36 14 22 - გვირაბები. ბურღვა–აფეთქება
5 გენრიხ ბაბალაროვი ინჟინერი მშენებელი 49 8 - 41 წყალსადენები, რეზერვუარები, გამწმენდი ნაგებობები
6 რევაზ მახვილაძე ინჟინერი მშენებელი,
ტექნ. მეცნ. კანდ.
56 12 44 - მშენებლობის ორგანიზაცია, ტექნოლოგია და ეკონომიკა
7 ომარ თვალჭრელიძე ინჟინერი ენერგეტიკოსი 55 6 - 49 ჰიდროენერგეტიკული დანადგარების და ლითონკონსტრ. მონტაჟი
8 გოდერძი ჭოლოკიძე სამთო ინჟინერი 46 7 4 35 მიწისქვეშა ნაგებობების ვენტილაცია
9 შალვა გაგოშიძე ინჟინერი ჰიდროტექნიკოსი,
ტექნ. მეცნ. დოქტ.
52 7 45 - ნაგებობების ჰიდრავლიკა
10 გიორგი ჭიაურელი ინჟინერი გეოდეზისტი 25 7 18 - ტოპოგრაფიული და გეოდეზიური სამუშაოები
11 ირაკლი გორგაძე ინჟინერი არქიტექტორი 28 28 - - არქიტექტურა, გენგეგმები
12 ალექსანდრე ლოლაძე ინჟინერი მშენებელი,
ტექნ. მეცნ. კანდ.
54 24 30 - რკ.ბეტონის კონსტრ.

პარტნიორი კომპანიები:

ერთობლივი საქმიანობის სფეროში „ორგენერგომშენი“ თანამშრომლობს რიგ პარტნიორ კომპანიასთან, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია ქვემოთ:

კომპანიის დასახელება სპეციალიზაცია ადგილმდებარეობა
1 ს/ს „ჰიდროსპეცმშენი“ ღია და მიწისქვეშა ჰიდროტექნიკური ნაგებობების,
წყალმომარაგების და კანალიზაციის ობიექტების მშენებლობა
თბილისი, ბელიაშვილის ქ. №82
2 შ.პ.ს. „სპეცენერგორემონტი“ ჰიდროენერგეტიკული და ჰიდრომექანიკური დანადგარების (მოწყობილობების) და ლითონკონსტრუქციების მონტაჟი თბილისი, ჭავჭავაძის პრ. №39
3 შ.პ.ს. ნაგებობებისა და მშენებლობის დიაგნოსტიკა ნაგებობებისა და კონსტრუქციების დიაგნოსტიკა და სამშენებლო მასალების ლაბორატორიული კონტროლი თბილისი, პეკინის ქ. №70
4 ბასიანი–93 ჰიდროტექნიკური ნაგებობების და სამოქალაქო დანიშნულების სხვა ობიექტების პროექტირება თბილისი, ყიფშიძის ქ.№6/7
5 ჰიდროდიანოსტიკა ნაგებობების მონიტორინგის სისტემის მიწოდება, მონტაჟი, დაკვირვება და ანალიზი თბილისი, მარშალ გელოვანის ქ. №2
6 შ.პ.ს. „გეოინჟინერინგი“ გეოდეზიური, გეოლოგიური და გეოტექნიკური საძიებო კვლევითი სამუშაოები თბილისი, თამარაშვილის ქ. №15